პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დასრულდა. შეხვედრის ორგანიზატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გახლდათ.
შეხვედრიდან გამოსული ზურა ჯაფარიძე მედიასთან აცხადებს:
“დღეს ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა. ჯერ არანაირი თარიღი არა გვაქვს. დაახლოებით 2 კვირაში ევროპარლამენტში განიხილავენ საქართველოს საკითხს, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ბატონ პრეზიდენტს უნდა და იმედი აქვს, რომ ამ დროისთვის მოაპარაკებებით შეთანხმებას მივაღწევთ.”
კითხვაზე, უპასუხა თუ არა ოპოზიციას უარით ღარიბაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს:
“უარი არ ყოფილა, ბატონმა ღარიბაშვილმა მოჰყვა თავისი პოზიცია, როგორ აფასებს გასულ არჩევნებს, შექმნილ სიტუაციას, რომ გითხრათ, რომ რამე ახალი ითქვა, არაფერი ახალი არ თქმულა… ისევე როგორც ჩვენი მხრიდანაც, იყო გადმოცემული ჩვენი ხედვა და ჩვენი მხრიდანაც არაფერი ახალი არ თქმულა.
ბატონმა პრეზიდენტმა დადო პუნქტები, რომელზედაც თვლის, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგძელება, ესენია
მართლსაჯულების სისტემა,
ძალაუფლების გადანაწილება,
დანარჩენი პუნქტები არის იგივე, რაც მანამდეც იყო.”