“ვპირდები, მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა…” – რას ამბობს შეხვედრიდან გამოსული შალვა ნათელაშვილი?

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული შალვა ნათელაშვილი, მედიასთან აცხადებს:

“შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვთქვით, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ალბათ, ისინი იფიქრებენ, უფრო სწორად კითხავენ ივანიშვილს, რომელიც ახლა ელოდება ინფორმაციას რომელიმე სასახლეში…

იმ ბელადს ვპირდები, რომ მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა..”