იტალიის ზოგიერთ რეგიონებში, სკოლები ერთი თვით დაიხურება

იტალიის რეგიონებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია, სკოლები ერთი თვით დაიხურება.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია სკოლები ერთი თვის განმავლობაში დაიხურება.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება 6 მარტიდან იმოქმედებს და ძალაში 6 აპრილამდე იქნება.

„როგორც ვიცით, კოვიდის ბრიტანული შტამი ახალგაზრდებს აინფიცირებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ე.წ. წითელ ზონებში მდებარე სკოლები დავხუროთ და მოსწავლეები ონლაინ სწავლებაზე გადავიყვანოთ“ – აღნიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო: bm.ge