“ფაიზერის” ვაქცინა დაგვიანებით, მაგრამ მარტის ბოლომდე მაინც შემოვა

როდის მიიღებს საქართველო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას – საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

 

უნდა შეთანხმდეს გეგმა და დაზუსტდეს დეტალები. პირველ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა “ფაიზერის” 30 ათას დოზას მიიღებს.

რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინაციის დაწყება – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, შედეგებზე პასუხიმგებლობის საკითხი იყო, რაც უკვე მოგვარებულია.

“დეფიციტია ბაზარზე, მათ შორის “ფაიზერის” ვაქცინის. “ფაიზერმა” ვერ მიაწოდა COVAX პლატფორმას საკმარისი რაოდენობით ვაქცინა და ამას მოყვა დამატებითი მოთხოვნები, რომელიც საქართველოს ჯერ არც მიუღია ამ მოთხოვნის ფორმულირება, დღე-დღეზე სატელეფონო ზარს, სადაც უნდა შეთანხმდნენ საბოლოოდ კიდევ რა პრეტენზიები აქვს “ფაიზერს“. მე რამდენადაც ვიცი, ეს არის ერთადერთი პრეტენზია, რომ რაიმე ინცინდენტის შემთხვევაში, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზარალი, ამ ზარალის დაფარვა თავის თავზე აიღოს ქართულმა მხარემ და არა მომწოდებელმა. ეს საკითხი გადაწყვეტილია, “ფაიზერის” ვაქცინა დაგვიანებით, მაგრამ მარტის ბოლომდე მაინც შემოვა,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

 

“რუსთავი2”