“პუტინმა და ერდოღანმა კავკასია გაიყვეს – დასავლეთი კი წავიდა..” – რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?

და­ნი­ის გა­ზეთ “ჯი­ლანდ პოს­ტენ”-ში («Jyllands-Posten») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: “პუ­ტინ­მა და ერ­დო­ღან­მა ევ­რო­პის და­ვი­წყე­ბუ­ლი კუ­თხე – კავ­კა­სია – გა­იყ­ვეს”.

 

 

დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ჰგავს ასი წლის წინ – 1921 წელს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას: სამ­ხრეთ კავ­კა­სია ამჟამადაც რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად გა­და­ნა­წი­ლე­ბის წი­ნა­შეა – რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა მცირ­დე­ბა.

სომ­ხეთ­თან და­წყე­ბულ ომში გა­ი­მარ­ჯვა აზერ­ბა­ი­ჯან­მა, რო­მელ­საც თურ­ქე­თი ეხ­მა­რე­ბო­და. თურ­ქეთ­მა მი­ი­ღო – სამ­ხედ­რო ბაზა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის (დე­რეფ­ნის) უფ­ლე­ბა ბა­ქო­სა­კენ, სომ­ხეთ­ზე ტრან­ზი­ტით.

რუ­სე­თმა კი თა­ვი­სი ჯა­რე­ბი ყა­რა­ბაღ­ში გა­ნა­ლა­გა.

რუ­სეთ­მა და თურ­ქეთ­მა ფაქ­ტი­უ­რად 1921 წლის პო­ზი­ცი­ე­ბი აღიდ­გი­ნეს – პუ­ტი­ნი და ერ­დო­ღა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ, და­სავ­ლე­თი კი წა­ვი­და.

სამ­ხედ­რო ბაზებით სომ­ხეთ­ში (გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზა), აზერ­ბა­ი­ჯან­ში (ყა­რა­ბა­ღის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი), უკ­რა­ი­ნა­ში (ყი­რი­მი და დონ­ბას­ში), სა­ქარ­თვე­ლო­ში (აფხა­ზეთ­სა და “სამ­ხრეთ ოსეთ­ში”) ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს აჩ­ვე­ნებს, რომ მათი მიზ­ნე­ბი და­სავ­ლეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბად რჩე­ბა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა აზერ­ბა­ი­ჯანს და მის მო­კავ­ში­რეს – თურ­ქეთს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გა­კონ­ტრო­ლე­ბის ნება მის­ცა იმ მიზ­ნით, რომ რე­ჯებ ერ­დო­ღანს კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დეს და იგი ნა­ტოს ძი­რის გა­მო­სა­თხრე­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს.

თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სი­რი­ა­ში და ლი­ბი­ა­ში მოქ­მე­დე­ბით აჩ­ვე­ნებს, რომ იგი მუს­ლი­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს ძლი­ე­რი ლი­დე­რია.

რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ყო­ფილ დი­დე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, პუ­ტი­ნი კი – დიდი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ძლი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნა­ზე, – ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.