შვედეთმა პანდემიის მესამე ტალღის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

შვედეთი პანდემიის მესამე ტალღაში გადადის, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოში აცხადებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებისა და შტამების გავრცელების გამო შვედეთში შეკრების ლიმიტი შეიზღუდა. ბარები, კაფეები და რესტორნები შეზღუდული დროით მუშაობენ.

„როგორც ჩანს ჩვენ მესამე ტალღაში შევდივართ“,- აცხადებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვედეთში კორონავირუსის 669,113 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 12,882 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს შვედეთს ლოქდაუნი არ დაუწესებია.

წყარო: report.ge