სლოვაკეთში კომენდანტის საათი დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალება.
კომენდანტის საათი ძალაში 19 მარტამდე იქნება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში კორონავირუსის 314,359 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 7,489 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 255,300-ს შეადგენს.
წყარო: itv.ge