Twitter-ი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველ ტვიტებს დაბლოკავს

Twitter-ი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველ ტვიტებს მონიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ Hill-ი ავრცელებს.

სოციალური ქსელი მომხმარებლებს ასევე მიაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინები უსაფრთხოა.

ასევე, სოციალური ქსელის პოლიტიკის მიხედვით მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი დარღვევა ანგარიშის დაბლოკვას, ხოლო ხუთი ან მეტი დარღვევა ანგარიშის სამუდამოდ შეჩერებას გამოიწვევს.

Twitter-ის განცხადებით, მათ 9489 ტვიტი უკვე წაშალეს.

წყარო: ptn.ge