რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის აზრით, რუსეთის შეკავება ვაშინგტონის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.
ვაშინგტონი საფრთხედ მიიჩნევს ყველას, ვინც მას კონკურენციას უწევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის შესახებ საპროგრამო სიტყვაში აღნიშნა, რომ რუსეთი, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის, ხოლო ჩინეთს მან მოწინააღმდეგე და კონკურენტი უწოდა.
„უმთავრეს მტრებად ისინი ჩათვლიან ყველას, ვინც მათ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ სფეროში. ბუნებრივია, გარდა იმ ფაქტორისა, რომელმაც მათი მოკავშირეობა უნდა წარმოაჩინოს და გააერთიანოს ისინი, ასევე არსებობს კონკურენციაში მარცხის ფაქტორი, ან იმგვარი კონკურენციისა, რომლის წარმოებაც მათ საყოველთაოდ დადგენილ საფუძვლებზე არ შეუძლიათ“, — განაცხადა ზახაროვამ რადიოსადგურ Говорит Москва–ს ეთერში.
რუსეთის შეკავებას დიპლომატმა ვაშინგტონის ერთ–ერთი მიზანი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, არ მისცენ მოსკოვს თანაბარ დონეზე მეტოქეობის შესაძლებლობა.
აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელიც ჯო ბაიდენის პირობებშია მიღებული, ნათქვამია, რომ „პეკინიცა და მოსკოვიც სერიოზულ ინვესტიციებს ახორცილებენ ძალისხმევებში, რომლებიც აშშ–ის უპირატესობების შეკავებისკენაა მიმართული, და ასევე მიზნად ისახავს, ხელი შეგვიშალოს ჩვენი ინტერესებისა და მსოფლიოს მასშტაბით მოკავშირეების დაცვაში“.
იმავდროულად ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან, აწარმოონ „სუბსტანციური დიალოგი“ რუსეთთან და ჩინეთთან ახალ სამხედრო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ასევე დაიცვან შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმება.
როგორც სააგენტო РИА Новости წერს, მანამდე, თებერვლის დასაწყისში, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აიძულებს მოსკოვს, „გადაიხადოს“ თავისი ქმედებებისთვის. მოგვიანებით კი აშშ–ის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ მოსკოვი შეერთებულ შტატებთან და მოკავშირეებთან ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დარღვევისკენ ისწრაფვის. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ვაშინგტონის ბრალდებები.
Read more: https://sputnik-georgia.com/russia/20210304/251072595/entoni-blinkeni-ruseTi-amerikis-safrTxea.html