დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტკარაძის განცხადებას, რომ შესაძლოა „კოვაქს-ვაქცინას“ ვუჩივლოთ, გამოეხაურა.
„დაახლოებით ის რომ ვთქვა – „მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო”. ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ, აი, ასეთ სიტუაციაში ვართ” – განაცხადა იმნაძემ „პალიტრანისუის“ ეთერში.
წყარო: newposts.ge