“19 წლის შვილი მოუკლეს დედას, ძმა კი 25 დღის შემდეგ მოკლეს …

“19 წლის შვილი მოუკლეს დედას, ძმა კი 25 დღის შემდეგ … ეს ვერელების ბანდამ, ჟორიკა”პოლიტპატიმრის” მეთაურობით ჩაიდინა”.

1993 წელს მოკლული ზაზა ვეფხვაძის და, მია ვეფხვაძე სოცილურ ქსელში ანალიტიკოს თამთა მეგრელიშვილის პოსტს აზიარებს.

19 წლის შვილი ნოემბერში მოუკლეს დედას, ძმა კი შვილის მკვლელობიდან 25 დღის შემდეგ … ვინ ჩაიდინა ეს?! ვერელების ბანდამ ჟორიკა “პოლიტპატიმრის” მეთაურობით, -ამის შესახებ ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტრაგედიაა, როდესაც დამნაშავეს და პოლიტპატიმარს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრიობაზე საუბრობენ.

“ჩვენი ერის ტრაგედიაა დამნაშავეების “გამპრავებელ” – დამცველები, ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოებრიობაზე რომ საუბრობთ, პოლიტპატიმარსა და დამნაშავეს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებთ! ჩავარდნილი რევოლუციური სცენარიდან, “მშვიდობიან რევოლუციას” აანონსებთ! შევწყვიტო?! გავჩუმდე?! …

ააა, თვქენ ხომ ფერი იცვალეთ და თქვენს მიერ განწირული ოჯახები და მათი შვილები საერთოდ რა გასახსენებელია არა?! დედობაწართმეულ დედებს და გამწარებული ოჯახების ბავშვობაწართმეულ შვილებს ჩახედეთ თვალებში, მაგრამ რა გაქვთ სათქმელი! – მე პოლიტპატიმარი ვარ?! – ჩვენ არჩევნები გაგვიყალბეს?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი და 90-იან წლებში, სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლის ფოტოებს აქვეყნებს.

წყარო: itv.ge