ასეთი რა გაჭამათ ზვიად გამსახურდიამ 80-იანი წლების ბოლოს?…

ფეისბუკში ამდენ ნაირნაირ კომენტარებსა და პოსტებს რომ ვაწყდები და ვკითხულობ ხოლმე, ზოგჯერ მართლაც მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართული საზოგადოება ყველაზე ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში (ობიექტურად ეს შესაძლოა ასე არც იყოს, და ამ მხრივ, ამ ‘საშურ” საქმეში შეიძლება დღევანდელი უკრაინელები, ლიტველები ან სომხები “გვასწრებენ”, მაგრამ მე ხომ აქ ძირითადად მაინც ქართულ პოსტებსა და კომენტებს ვხედავ).

ჰოდა, ზოგჯერ კი მებადება კითხვა: ასეთი რა გაჭამათ ამ ზვიად გამსახურდიამ 80-იანი წლების ბოლოს? მაშინ ხომ ბევრს მის მიერ მომზადებული მენიუ არც ფორმით, არც შინაარსით და არც გემოვნებით არ მოგეწონათ (მოსახლეობის იმ შეგნებულ ნაწილს ვგულისხმობ, ვისთვისაც “ზვიადიზმი” სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი იყო), დღეს კი ხშირად სიტყვა-სიტყვით იზიარებთ მის სტრატაგემებს… ეს მიშაც ხომ უბრალოდ მისი მკრთალი აჩრდილი და სუსტი ანარეკლია, მეტი არაფერი, ხოლო ბიძინა… სადა აქვს ბიძინას იდეოლოგია? ეგეთი რამ არ არსებობს ბუნებაში.
ასე რომ, გირჩევთ სერიოზულად გადახედოთ თქვენს დღევანდელ მენიუს, მეგობრებო, თორემ ისევ რამე ისეთი არ შემოგაპარონ, ღიღინითა და საკუთარი ფეხით გაიქცეთ მორიგ “მშვენიერ 90-იანებში”.
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი