აშშ-ის თავდაცვის მდივანი – აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
“პროდუქტიული საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მზად არის, ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად“ – დაწერა ლოიდ ოსტინმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
Productive conversation with Georgian MoD Burchuladze today. The US remains steadfast in its support for Georgia’s sovereignty & territorial integrity. DoD greatly values our strategic partnership and is committed advancing our common security goals. https://t.co/JR21V5Y0hE
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) March 4, 2021
წყარო: itv.ge