კრემლის მობინადრე ორმა ქართველმა, შეუნარჩუნა საქართველოს დარჩენილი საგანძურის ხელშეუხებლობა…

  წინა პოსტის  გაგრძელება

მე ვწერ, ისტორიულად – უკვე მომხდარ ფაქტებს, და ემოციებთან შესაგუებლად, – თუნდაც დღევანდელობიდან გამომდინარე რეალობა, პასუხს – თვითონვე დაგიბრუნებთ.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, – ლეონიდეს საუბარი, – ნოე ჟორდანიასთან, ასე წარმართულა.

,,ბატონო ნოე – ნიკოლოზის ძევ!; თქვენ წინ დგანან, საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის – მუდმივი და საღვთო კრების წევრები, და ამ სამი დღის წინედ დასრულებული – მცხეთა – თბილისი – ურბნისის, – საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან, იმ მიზნით რომ, გაგიმეოროთ: ჩემს საეკლესიო უზენაესი ორგანოს, და ქუთაისის – მღვდელთმთავრის დაუკითხავად, თქვენს რწმუნებულს, გადაუზიდია – გელათიდან – ქუთაისის ხაზინაში, ვითომდა დასაცლელად – ჯვრები, ხატები, წმინდა ნაწილები, და სხვა…. 25 ნოემბერს, ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება – ნივთების უკანვე დაბრუნებისათვის. ჩვენ სწორედ იმისათვის მოვედით რომ, – დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა, თქვენი რწმუნებულის მიერ, გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება. თქვენ აღმითქვით – დამაკმაყოფილებელი პასუხის მოცემა – რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მე ასეთი რამ, არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული, დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში. ამის გამო, მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას, და უსასტიკეს გაკიცხვას“. ნიკოლოზის ძეს კი, ასე უპასუხია: ,,საქართველოს ეკლესია, დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის. ჩვენ ვერ შევქმნით – სახელმწიფოში სახელმწიფოს. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ – სახელმწიფოს საკუთრებას, და სახელმწიფოს საქმეა, თუ სად შეინახავს მათ.… უნდა იცოდეთ, ვისთან მიდიხართ. მე, როგორც – მთავრობის თავმჯდომარე, ვერ მოვისმენ ამ კილოთი ლაპარაკს და გულისწყრომას. მე ვწყვეტ, ამ სხდომას“. პატრიარქი: ,,თქვენ უფლება გაქვთ, ციხეშიდაც ჩამსვათ. მე ვასრულებ – ჩემს საღმრთო მოვალეობას. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო რომ, საეკლესიო ნივთებს, თურმე თქვენ სთვლით – სახელმწიფო საკუთრებად.… მშვიდობით ბრძანდებოდეთო“…. ამ სიტყვებით, გამოუხურია მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის კარი, – საქართველოს – იმდროინდელ კათოლიკოს – პატრიარქ – ლეონიდეს, და მდუმარედ დაშვებულა, – სიონის ეკლესიისკენ. 1918 – 21 წლებში, როდესაც საქართველოშიც პირწმინდად გაიძარცვა – ეკლესია – მონასტრები, მთავრობის დავალებით, 1919 – ი წლის 8 – ა დეკემბერს, ექვთიმე თაყაიშვილს დავალებია, სამეგრელოს თავადის განძეულობის, – აღმწერი კომისიის შექმნაც. 21 დეკემბერს, ,,მინგრელსკის“ მოურავთან ერთად, თაყაიშვილს შეუღია სასახლის დალუქული კარი, და დაუთვალიერებია სასახლის ყველა ოთახი, და სათავსო. ის ჩასულა, ქვემო სართულის სამზარეულოში, სადაც მოურავს უჩვენებია – სამალავი. გამოუნგრევიათ განჯინის ამოქოლილი პირი. იქ აღმოჩენილა 4 – ი დიდი ყუთი, სავსე ოქროსა და ვერცხლის ნივთებით, და ცალკე – ,,ვლახერნის დიდი ხატი“ – თავის კიდობნით. 22 დეკემბერს, კომისიას დაუთვალიერებია სასახლის ზემო სართულის ოთახები, და აუღწერია იმ ოთახების, უმთავრესი საგნები და ნივთები. კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაუტანიათ – ,,ვლახერნის ხატი“, და სამალავში დაცული ნივთები, აგრეთვე – ,,სამი სახარების“ ხატი. ყანწები – ოქროთი და ვერცხლით შემკობილი, ოქროს სამეფო ნივთები, და ღვთისმშობლის ოქროს ყდით გაწყობილი, 25 – ი ცალი, – ლალის თვლით შემკული, 3 – მი დიდი ხატი. ხატის – ყველაზე პატარა თვალი კი, 5 – ი კარატი იყო. 1917 წლიდან, 1918 წლამდე, საარქივო საქმესაც, ჯერ კიდევ ზიანი მიყენებული არ ჰქონდა. არქივები უმთავრესად, თავის ადგილას იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში გატანილ არქივებს კი, თვალყურს ადევნებდნენ – სპეციალური მოხელეები, რომელებიც ჯამაგირს კიდევ – თბილისიდან ღებულობდნენ. 1918 – ი წლიდან კი, არქივები საფრთხის წინაშე დამდგარან. 1919 წელს, გაიყიდულა მთლიანად – ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს არქივი. ეს გაყიდვა მომხდარა, თვით ამ არქივების – არქივარიუსების შუამდგომლობით, და საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების – დასტურით. 1920 წელს კი, განადგურდა ტფილისის საგუბერნიო მიწათმოქმედების სამმართველოს არქივი, სადაც მოთავსებული იყო – აღმოსავლეთ საქართველოს სიგელ – გუჯრები, დაწყებული – 11 – ე საუკუნიდან. ,,გამქრალა“ – აღმაშენებლის ხელით დაწერილი, 2 – ი მეტრი სიგრძის ეტრატი, და გიორგი 3 – მის – მეტრანახევრი სიგრძის მქონე – სამეფო სიგელი, – სიგელ – გუჯრის სახელით ცნობილი. ჟორდანიას უშუალო განკარგულებით, და ექვთიმე თაყაიშვილის – ინიციატივითა და დასტურით, ქართული – საისტორიო მნიშვნელობის – ოქრო – ვერცხლის ძვირფასი ნივთები, მოსკოვში, – სახელმწიფო საგანძურში მოსათავსებლად, გადაეცემია – 1921 წლის იანვარში, – სტავროპოლის საგუბერნიო ფინანსურ განყოფილებას – შესანახად, ხოლო შემდეგ, გადაგზავნილ იქნა – მოსკოვში, – სახელმწიფო საგანუძრში. სია ამ ნივთებისა, გაუგზავნიათ – საქართველოს აკადემიურ საქმეთა წარმომადგენელისათვის, – დამიანე ჯგუშიასთვის – მოსკოვში. როგორც ჩანს, მენშევიკური მთავრობა, და ექვთიმე თაყაიშვილიც, იმ წლებში, ეროვნული განძის – გატანით, უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე – შემოტანით…. ჟორდანია, – თავის თანამოაზრეებიანად, ყველასთვის გასაგებია მაგრამ, – თაყაიშვილი ხომ – ეროვნული განძის მცველის სახელითაა დღემდე ცნობილი – საფრანგეთში, და არა მარტო იქ, და მისი ასეთი დამოკიდებულება, – საქართველოს წარსულის მიმართ, აბსოლიტურად საპირისპირო ხედვით წარმოჩინდება…. ექვთიმე თაყაიშვილი. ,,დამოუკიდებლობამოპოვებული“, საქართველოს – მენშევიკურ მთავრობაში, აქტიური და აღიარებული ლიდერი იყო. იგი, საქართველოს – ,,დემოკრატიული რესპუბლიკის“, მთელი პერიოდის განმავლობაში, ეფექტიანად მოღვაწე, ერთ – ერთი გავლენიანი, და ანგარიშგასაწევი დეპუტატი ყოფილა. 1918 – 21 წლებში, თანმიმდევრობით იყო, – საქართველოს ეროვნული საბჭოს – თავმჯდომარის ამხანაგი, პარლამენტის – თავმჯდომარის ამხანაგი, და საქართველოს სახალხო კრების – თავმჯდომარის ამხანაგი. ასევე იმყოფებოდა, – საქართველოს დამფუძნებელი კრების – პრეზიდიუმის შემადგენლობაშიც – თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც მოქმედებას – ემიგრაციაში, – ფრაქციათა წარმომადგენლობით შევსებული, – ,,გაფართოებული პრეზიდიუმის“ სახით განაგრძობდა. თაყაიშვილის ავტორიტეტსა და თანამდებობათა ჩამონათვალზე ხაზგასმა, იმიტომ გავაკეთე რომ, ის ადამიანები დაგარწმუნოთ, რომელთაც დღემდე გჯერათ, – თაყაიშვილის უდანაშაულობისა, – ვითომდა, ქართული ეროვნული განძის – მოამაგეობის თვალსაზრისით. თაყაიშვილი, მენშევიკური მთავრობის დავალებათა მხოლოდ – შემსრულებელი კი არა, იმ საკანონმდებლო ორგანოში, – დამკანონებელიც იყო…. უამრავი რეგალიითა, და უფლებით აღჭურვილმა დეპუტატმა და მეცნიერმა, რომელმაც – უნიკალურ დონეზე იცოდა, – ყველა ეკლესია – მონასტერში – არსებული განძის, – ისტორიული თუ მატერიალური ფასი. სწორედ მან, დაარწმუნა მთავრობა და პარლამენტი რომ; საჭირო იყო, ამ საეკლესიო ქონების – სახელმწიფოსთვის ჩაბარება. ის, 5 – ი საპარლამენტო კომისიის წევრი იყო, და ეჭვგარეშეა რომ, ამ კომისიების მიერ – პარლამენტში შეტანილი, ყველა საკანონმდებლო პროექტი, ძირითადად – თაყაიშვილის მიერ არის შედგენილი, მათ შორის კანონპროექტი, რომლითაც შემდგომ, – საეკლესიო ქონება, – სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ,,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“, სახელმწიფოს სათავეში მოსული – სოციალ – დემოკრატები, და ამ პარტიის ერთ – ერთი დამფუძნებელი, – თაყაიშვილიც იყო, და ყველა ის ხალხი, თვლიდა რომ, საკანონმდებლო აქტებით უნდა მომხდარიყო, – ეკლესიისა და სახელმწიფოს – მკვეთრი გამიჯვნა. ამ გამიჯვნისას, საერო ხელისუფლებამ, ერთი ხელის მოსმით, საუკუნეთა მანძილზე, – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებად აღიარებული ქონებაც, – სახელმწიფო ქონებად გამოაცხადა. ამას ვერ შეეგუა სწორედ, იმდროინდელი, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი – ლეონიდე, ერისკაცობაში – ლონგინოზ ოქროპირიძე. ემიგრაციაში გატარებული ის წლები, როდესაც თაყაიშვილი და მისი მეუღლე ნინო, რომელიც თავს იმით ირჩენდნენ რომ, ნინო ფორტეპიანოზე უკრავდა, და მხსნელად კიდევ, ერთი თხა ყოლიათ, – შიმშილისაგან თავი რომ დაეღწიათ, ეს – სიმართლეა, მაგრამ, ის ფორტეპიანო, და ის – მხსნელი თხაც, – საბჭოთა უშიშროების მიერ იყო – ცოლ – ქმრისთვის მიცემული, უშუალოდ – ბერიას ინიციატივით. რატომ მაინცდამანინც – ასეთი გაჭირვებული მეთოდით დახმარება?; იმიტომ რომ, ბერიას, – თაყაიშვილისთვის რომ გაეზარდა, რაიმე კუთხით – მატერილალური დახმარება, თაყაიშვილის გარშემომყოფნი, ეჭვს აიღებდნენ – მისი მატერილალური მომჯობინების გამო, და დარჩენილი საგანძურის გაქრობის რისკიც – გაიზრდებოდა, ვითომ იმ მოტივით რომ, – კომუნისტებს არ ჩავარდნოდათ ხელშიო…. ამ მეთოდით კი, კრემლის მობინადრე ორმა ქართველმა, შეუნარჩუნა საქართველოს, – დარჩენილი საგანძურის ხელშეუხებლობა….

P. S . ასე მიჰქონდა – მენშევიკურ მთავრობას, – ,,საფრთხე“ – სამალავებიდან და ეკლესიებიდან ამოღებული, – ეროვნული განძის სახით, აბობოქრებული პონტოს ზღვის გავლით, -აბობოქრებულ, ,,უსაფრთხო, და ძმადნაფიც“ ევროპაში – ,,შესანახად“….
შემდეგ პოსტში, – ქართული საგანძურის ბედი, – საფრანგეთში.

ბესო ბესო; სოციალური ქსელი