ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია გამჟღავნდა, რომლის მიხედვითაც, პრინცესა დაიანას შვილებს – უილიამსა და ჰარის, შესაძლოა, დაც ჰყავდეთ.
თეორიის მიხედვით, ჩარლზსა და დაიანას ქალიშვილი მანამ ეყოლათ, სანამ პრინცი უილიამი გაჩნდებოდა, ნათქვამია The Sun-ის ცნობილ გამოცემაში.
ისტორია, 1980 წელს, ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ნიშნობით იწყება, რომლამდეც ექიმმა, რომელთანაც დაიანა კონსულტაციას გადიოდა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საკუთარი მეუღლის ხელშეწყობით განავითარა.
წყაროში მითითებულია, რომ გოგონა – სარა, 1981 წელს, უილიამის დაბადებამდე 14 თვით ადრე გაჩნდა და შესაბამისად, ის ამჟამად 37 წლისაა.
წყარო ირწმუნება, რომ გოგონას „მშობლებმა“ მას უთხრეს, რომ ნამდვილი დედ-მამა ავტოავარიაში დაიღუპა.
გოგონას თქმით, მან მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიიღო, რომელიც მას საკუთარი წარმომავლობის ძიებას უკრძალავდა და სარა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
წყარო: ptn.ge