ვინაა ეს კონსტანტინე, რა უნდა, რას გვერჩის , რას გადაგვეკიდა, ისიც ვერ გათვალა’)) რომ უვიზოს მოგვცემდნენ’))), რომ ცამდე ავიდოდა დემოკრატიის მატარებელი, ეშველებოდა ოპოზიციას, აიშენებდნენ ოქროს სარაიებს, ხალხი კი სიუხვის მდინარეში ჩაიხრჩობოდა. დადგებოდა წამი უდიდებულესი’))აი, ნახეთ, რას წერამს’)))) ჩაუვარდა კი კოვზი ნაცარში;))))
“ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი ხელოვანი ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი: წახდება თუ არა ამით საერთო საქმე, ეს ქართველს არ აწუხებს. ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა. ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიბღინძება… თეატრი, ბანკი, რკინიგზა, სასწავლებელი, რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა. შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგებისა ის არის, რომ თავმოყვარე, პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის, რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას; დაწესებულებაში რჩება უნიჭო, უსინდისო, ფლიდი, მოღალატე, რომელსაც მხოლოდ თავისი პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია ყველაფერი დაშალოს, ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს…”
კონსტანტინე კაპანელი, 1925.
აპოლონ გაბრიაძე; სოციალური ქსელი