ეხლა ერთ დისკუსიაში ვმონაწილეობდი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით
და საპასუხოდ ეგეთი რამ მომწერეს, რომ თურმე „საქართველოში ჰესების არ აშენებით … რუსული „ეფესბეა“ დაინტერესებული და უამრავ ფულს ხარჯავსო !!!“ ? ? ?
უყურე შენ, რუსეთის აგენტებიც ყოფილან აქციის მონაწილეები. პირდაპირ ვერა, მაგრამ გადაკვრით მიანიშნა კომენტარის ავტორმა. ჰოდა, აიღეთ ნამოხვანელებო, ჟონეთელებო, ლეჩხუმელებო და იმერლებო ეგ „კამფეტივით“ ფული „ეფესბესგან და გააგრძელეთ აქციები! თანაც საინტერესო ისაა, რომ ამ თურქულ კომპანიას, 2 მილიარდ დოლარზე მეტის კაპიტალდაბანდება აქვს რუსეთში განხორციელებული ! ანუ რაღაც „ნეუვიაზკა“ არ გამოდის ? ამ დროს, რაღაც ფულს თურქებიც იხდიან კომპენსაციის სახით. ჰოდა, როგორც ჩანს „პაწას ჟმოტავენ“, ამიტომაცაა ამხელა აქციები „რუსული ფულის დახმარებით“ რომ იმართება. მოუმატონ თურქებმაც ცოტა და ტაშს დოუკრავს ყველა, დაგმობენ რუსეთს და „ეფესბეს“ !!! ? ? ?
მომცელავი არგუმენტია, ვერაფერს იტყვი !!! ? ? ?
ისე, ამდენი ხნის „პუწინის აგენტი“ რომ ვარ და თანაც ლეჩხუმელი, არ მეკუთვნის ვითამ პაწა წილი მეც „ეფესბეს“ დახარჯული ფულიდან?
? ? ?
დათო ხვადაგიანი; სოციალური ქსელი