ბოლო დასკვნა. დასაწყისი : ბმული1 ბმული2
1921 წლის 11 აპრილს, როდესაც განძი, საბოლოოდ ჩაბარდა – საფრანგეთის ბანკის – მარსელის განყოფილებას, ძალა დაკარგა – ექვთიმე თაყაიშვილის სახელზე გაცემულმა, – ფრანგულ ენაზე დაწერილმა ცნობამაც:
,,საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგს – ექვთიმე თაყაიშვილს, მიაქვს საზღვარგარეთ – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ – მთავრობის კუთვნილი ოქრო – ვერცხლი – ზოდებად, და მონეტებად, ისევე როგორც, – სხვა ძვირფასი ნივთები, რათა მისი ნაწილი, ჩააბაროს – ევროპის ბანკებსო“. ( ნაწილში იგულისხმებოდა 167 – ი დიდი ყუთი, სულ იყო 248 – ა დიდ ყუთი. 81 – ი დიდი ყუთი, ლამაზი ცხოვრების მოსაწყობად, ,,უერთგულესმა ქართველებმა“, ჩასვლიდან 7 თვეში გაანიავეს. ) ანუ, ქართველი ერის – კუთვნილი განძი კი არაო, არამედ – მოღალატე მთავრობის კუთვნილიო…. ამ განძის – გამგებლობის უფლება კი, ეკუთვნის – აღნიშნული რესპუბლიკის – მთავრობას“ – ო. ეს კი იმას ნიშნავდა რომ, ქართული განძის პატრონად და მფლობელად, ცხადდებოდა – მხოლოდ მენშევიკური მთავრობა…. განძის ნაწილის, – ბანკში ჩაბარების ძირითადი საფუძველი ყოფილა, სწორედ ის საბუთი, რომლის ერთი პირი, – ასლის სახით, – განძთან ერთად, – ბანკს ჩაუბარებია. მაგრამ, ცოტა ხანშივე, ბანკში მიბარებული 167 – ი ყუთი განძეულიდანაც, მისი უდიდესი ნაწილის გამოტანა, – თაყაიშვილის გარეშე, მაინც მოუხერხებიათ, ხოლო იმიტომ მოუხერხებიათ რომ, თაყაიშვილისთვის უთქვიათ: ,,შენ ხომ – სულისჩამდგმელი იყავი, იმ იდეისა რომ, საეკლესიო – ეროვნული საგანძური, მენშევუკური – ერთი მუჭა მთავრობის საკუთრება გამხდარიყოო, შენ ხომ – პირველი დაუპირისპირდი, ამ იდეის გამო – კათალიკის – პატრიარქსაცო, და ამ აზრის სულისჩამდგმელი ხომ, – შენ იყავიაო, ხოდა ეხლა, ამ განძის განკარგვა, ჩვენი ემიგრანტული მთავრობის გადასაწყვეტიაო“…. ჟორდანიას პირით უთქვიათ ეს სიტყვები – თაყაიშვილისთვის, – ზურაბ ავალიშვილსა, და იოსებ ელიგულაშვილს. ბანკში – განძის ჩაბარებასაც, ამ ორ – ,,ქვეყნისთვის თავდადებულ“ ქართველს მოუწერიათ ხელი, და იქიდან, მისი გამოტანის უფლება, ნებისმიერ დროს – მხოლოდ მათ შეძლებიათ. ექვთიმე თაყაიშვილს, დაუკარგია – ,,განძის გუშაგობის“, არა მხოლოდ – მორალური მხარე, არამედ ის, იურიდიულადაც აღარ ითვლებოდა მის გამგებლად. ხოლო, მარსელის ბანკის საცავებში დარჩენილი, 39 – ი ყუთის განძის ხელშეუხებლობა, შედეგია არა – მენშევიკური მთავრობის თავშეკავებისა, ანდა სინდისის გამოღვიძებისა, არამედ იმისა რომ, ბანკში არ იყო გადახდილი, საგანძურის შენახვის საფასური, წლიური 2500 – ი ფრანკი, რის გამოც, ქართველი ერის საკუთრებისთვის, ყადაღა დაუდია – ევროპულ ქვეყანას…. 1932 წელს კი, გაუქმებულა, – საფრანგეთში მოქმედი – ემიგრანტული მენშევიკური მთავრობაც. ფარატინა ქაღალდად ქცეულა, – მარსელის ბანკში შენახული – ქართული საუნჯის მეპატრონის მფლობელობაზე გაცემული – დოკუმენტიც, რის გამოც, 1934 წლის 8 მაისს, საფრანგეთის სასამართლომ – ,,რეფერეს განაჩენის“ საფუძველზე, გაუქმებულა ემიგრანტული მთავრობის – ,,კუთვნილი“ განძეული. თუმცა ის, სასამართლოს – საფრანგეთის რესპუბლიკის საკუთრებად უღიარებია, როგორც უკვე – უპატრონო ქონება, და იგი სხვა ქონებასთან ერთად, სახელმწიფო მოხელე – პიერ ჟოდონისთვის ჩაუბარებია. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა, რომელიც 2 კვირას მოიცავდა, და 22 მაისს მთავრდებოდა, ვერ გამოუყენებიათ ,,განძის მცველებს“. მიზეზად, – ომის დაწყება დაუსახელებიათ, და ქართველი ერის საგანძურსაც, საბოლოოდ – საფრანგეთის ხელისუფლება დაუფლებია. ამის შემდეგ კი, პიერ ჟოდონს, რომელსაც – საფრანგეთის ხელისუფლებამ, – ქართული საგანძური ჩააბარა, მოუთხოვია თავისი ქონების – მარსელიდან პარიზში გადატანა, და საქართველოს საგანძურსაც, ახლა – მარსელიდან პარიზში გადაუნაცვლია. ჟოდონს, უცნობი და უძვირფასესი განძის ჩამონათვალი დაუხარისხებია, და საფრანგეთის ბანკის – მარსელის განყოფილების – არა მხოლოდ ოთახები, არამედ – კორიდორებშიც, ის ძლივს დაუტევია. არავითარი დოკუმენტი, განძეულობის თვით საცავებიდან ამოღებისა, და გადაბარება – ჩაბარებისა, არ შემონახულა, და არც ყოფილა როდისმე შედგენილი. პირველად ეს სია, შედგენილ იქნა, როდესაც საფრანგეთმა, ეს განძეულობა ჩაიბარა. თუმცა, მარსელში განძის დაბინავებისთანავე, საქართველოს სპეცსამსახურებმა, ,,ცენტრის“ დავალებით, საფრანგეთში მიავლინეს – ტიტე ლორთქიფანიძე, რომელმაც აქტიური მოღვაწეობა – საგანგებო კომისიაში, უკვე 1921 წლიდან დაიწყო. 1921 წლიდან მოყოლებული, უშუალოდ სტალინის ბრძანებით, საბჭოთა საგარეო დაზვერვას, თვალი არ მოუშორებია ქართული ეროვნული საგანძურისთვის. მენშევიკური მთავრობის მიერ, ყაჩაღურად გატაცებული განძის ნაწილის, ნაჩქარევად გადადნობისა, და გაყიდვის შემდეგ, მარსელის ბანკში, ეულად დარჩენილი იყო, 39 – ი ყუთი. 1944 – ი წლის 10 სექტემბერს, აღდგენილი იქნა – საბჭოეთის საელჩო საფრანგეთში. ელჩად დაინიშნა – ალექსანდრე ბოგომოლოვი. სტალინის განკარგულებით, ბოგომოლოვი ჯერ კიდევ, 1943 წელს, – ალჟირში ,,საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტში“, საბჭოეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად იყო დანიშნული, და – დე გოლთან დაახლოებული პირიც იყო. საფრანგეთში, საბჭოეთის საელჩოს პარალელურად, აღდგენილი იქნა – საბჭოეთის საგარეო დაზვერვის – პარიზის რეზიდენტურაც. როგორც კი, გენერალი – დე გოლი, ალჟირიდან – პარიზში გადავიდა, რაც გააკეთა საგარეო პოლიტიკაში, იყო – სტალინთან შეხვედრა. საგარეო უწყებისა და დაზვერვის მცდელობას, შედეგი გამოუღია. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე – კრესტინსკიმ, დავალება მიიღო – სტალინისაგან, მოლაპარაკების წინაპირობებში, ასახულიყო ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება. თაყაიშვილი კი, 25 წლიანი – სამშობლოს განშორების დღიდან, უვნებლად უნდა დაებრუნებინათ. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს, სასტიკი უარი განაცხადებია, განძის დაბრუნებაზე. საგარეო დაზვერვამ, შიფროგრამით აცნობა ბერიას, ბერიამ კი დაუყოვნებლივ მოახსენა – სტალინს. სტალინის დავალებით, საგარეო უწყებამ, ქართულ ეროვნული ფასეულობის შესახებ, სასწრაფოდ მოამზადა და გაგზავნა სპეციალური მემორანდუმი – საფრანგეთის მთავრობის სახელზე. გენერალმა – დე გოლმა, მემორანდუმი – მოსკოვში გაფრენამდე, რამდენიმე დღით ადრე მიიღო. მან საკითხის სამართლებრივად რეგულირება, იუსტიციის მინისტრ – ჟანენესს დაავალა. სენის დეპარტამენტის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, 1944 – ი წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გააუქმებია თავისი 1934 წლის 8 მაისის დადგენილება, – ქართული განძის დროებითი გამგებლების – ჟოდონისათვის გადაცემის შესახებ, და ეს უკანასკნელი განთავისუფლებული ყოფილა, ადრე დაკისრებული მოვალეობებისგან. ბოლოს, ქართული განძის გადარჩენილი ნაწილი, საქართველოს დაუბრუნეს – კრემლის ქართველებმა.
P . S. დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი. სტალინის ეს სიტყვები, სისრულეში რომ არ მოყვანილიყო, შინაურ თუ გარეშე მტრებს, თავიანთი მხეცური სურვილი, მოყავდათ სისრულეში. ამიტომ რჩებოდა გასაბჭოება, ქართველი ერის ხსნად და ერთადერთ გამოსავლად….
ბესო ბესო; სოციალური ქსელი