ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე

დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, – ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.

„ეს არის დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე. იმდენად აგონიაში არიან ახლა და იმდენად გაკოტრებულები არიან, რომ ყველაფერზე მიდიან. ეს ხომ სააკაშვილი დაკვეთააა. ეს არის ამაზრზენი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ ჩანაწერების ალტერნატივა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაანადგურა, აღმოჩნდა, რომ მათ კიდევ აქვთ. ეს და შემდეგში ყველა ის ფაბრიკაციული ვიდეო, რომელიც გამოქვეყნდება, ისევ და ისევ სააკაშვილის ხელწერა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიების ხელწერაა და მათ უნდა მოეკითხოთ ამისთვის. აქვე მინდა, სახალხო დამცველს მივმართო, დააფიქსირონ პოზიცია, ეს ნორმალურია?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

“იმედინიუსი”