რიგითი მოქალაქეები, 30 წელია, ბინძურ პროამერიკულ პროპაგანდას ეწირება, ქვეყანა კი უფსკრულში მიექანება! -მანანა უძილაური

საზოგადოების ნაწილი უკვე მიხვდა, რომ უკრაინის ევრომაიდანი ამერიკული ფულით დაფინანსდა…

ფაქტია, რომ თეთრი სახლის მესვეურებს არც საქართველო დარჩათ ყურადღების მიღმა და უკრაინასათან ერთად, საქართველოს უსაფრთხოებაზე დარდით და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრით ქანცგამოლეულები, რამოდენიმე მილიონიან დაფინანსებებს (სესხად და არა საჩუქრად) უხვად გვიგზავნიან, ,,რუსეთის ზეწოლისა და აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად!,,
სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ მივხდი, რეალურ დროში ვისთან ბრძოლობთ…
და იმასაც ვერ ვხვდები, ამდენმილიონიანი დახმარებების ფონზე რატომ არის ქვეყანაში ასეთი გაჭირვება, ასეთი სიღარიბე და მასობრივი უმუშევრობა…
მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ ეს ფული, არა რუსული ტანკების დაძვრას, არამედ ვიღაცეების ცხოვრების აწყობას და ძალაუფლებით ტკბობას ემსახურება….
რიგითი მოქალაქეები კი, 30 წელია ამ ბინძურ პროპაგანდას ეწირება და ქვეყანა უფსკრულში მიექანება!
დღესავით ნათელია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი , გათამედროვებული და სახეცვლილი!
ისიც ნათელია, რომ ერთი სქემა მუშაობს!
ერთი სქემით გვმართავენ და უკრაინელები ამ ექსპერიმენტის მსხვერპლები გახდნენ რის შედეგადაც, ათწლეულებით დაბრუნდნენ უკან!
p.s. დღესაც ხელისუფლების სათავეში გვიზის დასავლეთიდან მართული ძალა!
(გამონაკლის ერთეულებთან ბოდიშს ვიხდი)
მისი კურსი, ორიენტაცია ერთმნიშვნელოვნად პროამერიკულია!
ისინი დღემდე ჯეროვნად იყენებენ, თავის წინამორბედთა გამოცდილებას და არანაკლები წარმატებით აყოფინებენ ქვეყანას თავს ეკონომიკურ ყულფში!
მთავარ ოპოზიციად აღიარებულ პოლიტიურ ძალას კი, მხოლოდ სვასტიკები აკლია ხელზე…
სრული იდენტიფიკაციისთვის!