სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ცრუ ბრალდებები პოლიციის მიმართ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელებს ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ, თუმცა კანონმდებლობა ამგვარ დანაშაულზე ჯარიმის გარდა, სხვა ღონისძიებას არ ითვალისწინებს.
“ეს ადამიანები მართლა 24 საათი ქუჩაში არიან, წვიმაა თუ ყინვა, ასეთი მიდგომა არ შეიძლება. თქვენც გააჟღერეთ, რომ ხდება პოლიციელებზე ბულინგი. ეს რა თქმა უნდა, ცუდია და ვცდილობთ კანონიდან გამომდინარე მივუდგეთ და მოხდეს დასჯა სასამართლოს მიერ. მესმის ცოტა მძიმეა, მაგრამ კანონიდან გამომდინარე სხვა საშუალება არ გვაქვს, რომ სხვანაირად დავსაჯოთ ეს ადამიანები და აღვკვეთოთ პოლიციისადმი ასეთი მიდგომა“ – აღნიშნა გომელაურმა.
წყარო: newposts.ge