ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ორსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.
„ბათუმში, პუშკინის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება საცხოვრებელი სახლის ხანძარზე. ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ სახლს, სადაც ცხოვრობდა ხუთი ოჯახი. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე. ხანძარი ლოკალიზებულია. ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი” – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: itv.ge