საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 147 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 64 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 27, კახეთი – 18, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, შიდა ქართლი – 7, აჭარა – 4, ქვემო ქართლი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266.886-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.591-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.495 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.421პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275.
278 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 77 პირი, მათგან თბილისში – 7, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.535 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.245 პირი, აჭარაში – 505, იმერეთში – 738.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”