1956 წ 9 მარტს ხრუშოვმა, ღიად, ცეცხლით და მახვილით დაიწყო საბჭოთა კავშირის დანგრევა – ირაკლი დოჭვირი

დღეს 9 მარტია!
1956 წ 9 მარტს ხრუშოვმა, ღიად, ცეცხლით და მახვილით დაიწყო საბჭოთა კავშირის დანგრევა.

მაგრამ ამაში მარტო ხრუშოვს ვერ დავადანაშაულებ. მთელი პოლიტბიურო და საბჭოთა კავშირის მარშლებია დამნაშავენი, რომლებმაც ხრუშოვის კურსს ბრძოლა არ გამოუცხადეს და მხოლოდ მაშინ ჩამოაცილეს თანამდებობას როცა ამ უკანასკნელმა მთელი თავისი სიმახინჯის წარმოჩენა მოასწრო.
ბრეჟნევიც პრაქტიკულად სოციალიზმის ნგრევით იყო დაკავებული. საბჭოთა კავშირი კი ის სახელმწიფო იყო რომელიც ამ პრინციპებზე იდგა.
1956 წ 9 მარტიდან 34 წელიწადში რომ არავის წარმოედგინა დედამიწის ზურგზე, საბჭოთა კავშირი დაინგრა.
1956. წ 5 მარტს სტალინის გარდაცვალების წლისთავზე როცა თბილისში არეულობა დაიწყო აქ იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთი დამფუძნებელი ამხანაგი ჯუ დე რომელმაც საკუთარი თვალით იხილა აქ მომხდარი ამბები. ჯუ დეს წარმომადგენელი გამოვიდა მიტინგზე შემდეგი სიტყვებით: ჩვენ რა დაგვავიწყებს ამხანაგ სტალინს.
მაო ძედუნმა რომელმაც კარგად იცოდა სტალინის სიკვდილის შემდგომ განვითარებული მოვლენები პარტიის მე-20 ყრილობის გადაწყვეტილებანი და ამას უკვე ჯუ დეს (ჯუ დე 1956 წ სექტემბრიდან მაოს მოადგილე ხდება) დანახული სინამდვილე ერთოდა, საბჭოთა კავშირს საბოლოოდ შეაქცია ზურგი.
საბჭოთა კავშირი წავიდა ანტისტალინური გზით,  ჩინეთი პირიქით – სტალინურით. დღეს უკვე 30 წელია სსრკ არ არსებობს და ჩინეთი დედამიწაზე პირველი ქვეყანაა.
დიდება 9 მარტის მონაწილე გმირებს რომლებიც სამშობლოს წინსვლისთვის სიცოცხლეს უყოყმანოდ დათმობდნენ და მის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ საორგანიზაციო კომიტეტის წევრს ამხანაგ Grigol Oniani – ს.

ირაკლი დოჭვირი; სოციალური ქსელი