ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პატრიარქმა მის მიმართ გამოთქმული ბინძური ცილისწამების დათმენით თამასა ისეთ სიმაღლეზე ასწია, რომ ახლა ვინც გინდათ, ის გალანძღეთ და რაც გინდათ, ის დასწამეთ, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა!
ჩვენი უწმინდესის ამ დიდსულოვნებამ ბევრი ცილისმწამებელი განაიარაღა და კიდევ ბევრს მოუწევს იმედგაცრუება!
აღარ მოქმედებს ხალხზე ეგ აბსურდული ცილისწამებები, აღარ მოქმედებს და რაც მალე გაიაზრებთ თქვენს უილაჯო მდგომარეობას, მით უკეთესი თქვენთვის!
მაგრამ გაიაზრებთ?! მიგიშვებთ კი გააზრებამდე ბოროტებით დაბინდული გონება?!
მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ რამე გაიგოთ და შეიგნოთ!