მკვდარი მეწვა დედა და მკვდარს მიგინებდით! შვილებს მიწიოკებდით, ტყუილს და ცილისწამებას არ მაკლებდით…- ხათუნა ხოფერია

უნამუსოებო, სიცოცხლე ნუ გაგვიმწარეთ.
დავდო თქვენი დათაგული კომენტარები?!

მკვდარი მეწვა დედა და მკვდარს მიგინებდით! შვილებს მიწიოკებდით, ტყუილს და ცილისწამებას არ მაკლებდით.
გიკვირთ, ალბათ, რომ არ ამოგადინეთ სისხლად.
ჩემმა შვილებმა რომ არ გაგიგდეს წიხლქვეშ.
რომ არ დაიღუპეს ცხოვრება თქვენი დამპალი სიცოცხლის გამო.
მე, მე ვთხოვე, ვეხვეწე და ვემუდარე, რომ გადამერჩინეთ… არა… ისინი რომ გადამერჩინა თქვენი დაგეშილი მსტოვრებისგან.
თქვენ ადამიანური არაფერი გესმით. მეზობლების და მშობლების თანდასწრებით დატუქსვასაც კრიმინალს ეძახით… ბავშვებს შორის ჯგუფური დაპირისპირების თავიდან აცილებასაც დანაშაულად აკვალიფიცირებთ. შავზე თეთრს ამბობთ და თვალებში ნაცარს გვაყრით.
რა უნდა გვექნა, უნდა გვეცემეთ?!… უნდა ამოგვეხადა სული თარგამაძისელად?! სასაფლაოზე უნდა აგვეცვით დანაზე გირგვლიანივით?! რა უნდა გვექნა, რომ ჩუბინიძის პრევენციული გაფრთხილება იავნანად მოგჩვენებოდათ!
ისე, როდემდე უნდა ვისხდეთ სახლებში და ვუყუროთ ამ მკვლელების და მოძალადეების პერფომანსებს??????
ამოვიდა სული და ეგაა რა…………..

ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი