საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.
Wyndham-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოში 3 უნიკალური სასტუმროს მშენებლობაა, COLLECTION -ის წოდებით და მაღალი სტანდარტით – შესაძლებელი იქნება და MCI PROJECT სამივეს ექსკლუზიური მფლობელი იქნება. სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 30 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სასტუმროში ნომრების რაოდენობა 100 იქნება.
წყარო: report.ge