სხვათაშორის, მე თანახმა ვარ, რომ “ოცნების” გასვრილმა ჩინოვნიკებმა – მიუხედავად მათი რანგისა – სულ ერთიანად დატოვონ დაკავებული თანამდებობები. ბოლო-ბოლო, ქვეყანაა თუ მათი ბოსელი?
მაგრამ…. არის ერთი მაგრამ. ასეთ “ოცნებას” აუცილებლად “ნაცებიც” უნდა გაყვნენ – თავის მიშიან, გიგებიან, მელია-სამადაშვილებთან ერთად და არა მარტო “ნაცები” – პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილიც. ამოვიდნენ წეგფენიც ყელში.
დიახ, “ნაცებისა” და მიშა სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნის სათავეში გამორიცხული უნდა იყოს! ეს იყო და რჩება პრიორიტეტად, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩვენთან დანერგილი სამარცხვინო ფეოდალიზმისა, რომელიც ესოდენ კარგად მოერგო ტრადიციულ ქართულ ფსიქოლოგიას. რატომ? იმიტომ, რომ უარესის უარესი ყოველთვის არსებობს და იარსებებს. ამას თუ არ გავითვალისწინებთ მორიგი სამოქალაქო ომი არ ავცდება და ვერავითარი რიგგარეშე არჩევნები და ელჩების ჩარევები ვერ უშველის მაგ საქმეს.
ასე რომ, იფიქრეთ, ადამიანებო, იფიქრეთ – სანამ ჯერ კიდევ დროა.
გ.ლ.
მწერალი გოგი ლორთქიფანიძე