ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, გამონაკლისი ეროვნული არჩევნებისთვის გაკეთდება, რომელიც 15-17 მარტს გაიმართება.
“ახლა გონივრული არ იქნება რაიმე შემსუბუქების გამოცხადება” – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერმა.
ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს. შეზღუდვა 23 იანვარს დაწესდა.
წყარო: itv.ge