პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე

მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„ის, რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე“, – განაცხადა ზარქუამ.

შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერების შინაარსზე, ზარქუამ განაცხადა, რომ შინაარსის დამონტაჟება შესაძლებელია.

„როგორც ირკვევა, თუ 2010-2011 წლებში, როცა არის ეს ჩანაწერილი და თუ ეს შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინდელი ხელისუფლება? შეგახსენებთ, სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013 წლამდე. ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის დამონტაჟებული“, – განაცხადა ზარქუამ.

 

“იმედინიუსი”