„გამო, გამო, შენი შვილის გამო“ – ამ სლოგანით გაიმართა აქცია ქუთაისში. „1000 მშობლის მარშს“ ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა. კამპანია „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივაა, რომელიც მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს. მათი თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
„ჩვენ, როგორც მშობლები ქუთაისშიც ვაპროტესტებთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთ ფაქტს. ამასთან ვთვლით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დაუცველნი არიან გოგონები. ამ მხრივ, მოვითხოვთ ეფექტურ კანონს, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ.
„1000 მშობლის მარში“ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
„1000 მშობლის მარში“ ქობულეთში გადრაცვლილ 14 წლის მოზარდს უკავშირდება.
14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა.
წყარო: newposts.ge