საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი, ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

სტუმრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს. ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებისთვის რამდენიმე საფორტეპიანო ნომერი შეასრულა.

თავის მხრივ, ქალმა პატიმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული თეატრაული ნომრები შეასრულეს, სტუმრებს დაწესებულებაში ვიზიტისა და 8 მარტის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება.

 

“იმედინიუსი”