9 მარტს მოკლული ქართველების – მოსახსენიებლად….
1946 – ი წლის 7 ოქტომბერს, სტალინს სოჭში, ფილმ – ,,გიორგი სააკაძის“ მთავარი როლების შემსრულებლები მიუწვევია: აკაკი ვასაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, და აკაკი ხორავა.
მათთან ერთად – სტალინის თხოვნით, კანდიდ ჩარკვიანს – გორიდან წაუყვანია, სტალინის სიყრმის მეგობრებიც: პეტა კაპანაძე, ცნობილი მოჭიდავე – სოსო ცერაძე, და მიხეილ ტიტვინიძე. სამი დღის განმავლობაში, მასპინძლობდა საპატიო სტუმრებს – სტალინი. პეტა კაპანაძე კი, სუფრას გაძღოლია. მოულხენიათ და სადღეგრძელოს – სადღეგრძელო მიჰყოლია. შემდეგ, ვასაძეს კახური სიმღერა – ,,ზამთარია ზამთარი“ წამოუწყია. პირველი ტაქტის შემდეგ, სტალინს შეუჩერებია: ,,გურულო, სწორად არ მღერიო“; და თვითონ წამოუწყია ახლიდან. არაჩვეულებრივი ხმით, და არაჩვეულებრივად ასრულებდა თურმე, – რთულ სიმღერას, რომლის ნამღერი ვარიანტი, ვასაძესაც არ ცოდნია. სიმღერის დასრულების შემდეგ, ვასაძეს გაკვირვებით უკითხია: ,,საიდან იცით, ეს უძველესი ვარიანტი, ამ – კახური სიმღერისაო“?. სტალინს კი უთქვია: ,,რა გიკვირს გურულო, მე ხომ ძირად ძირი – კახელი ვარ – ქიზიყიდან, სოფელ – ჯუგაანიდანო“…. თამადას, საქართველოს სადღეგრძელო უთქვია და თან დაუყოლებია რომ: ,,საქართველომ – კაცობრიობას – სტალინი მისცაო“. ,,მოიცა, მოიცაო, მაშ ის ქვეყნები, რომლებსაც კაცობრიობისთვის – სტალინი არ მიუციათ, დღეგრძელობის ღირსნი აღარ არიან?; მერედა, მარტო მე რომ – განსაკუთრებულად მახსენებთ – საქართველოს შვილად, დავით აღმაშენებელს რაღას ეუბნებით, გიორგი ბრწყინვალეს, გიორგი სააკაძეს, ან შოთას, ილიას, ვაჟს, ანდა – აკაკისო“?…. სადღეგრძელო კი, თვითონვე ასე უთქვია: ,,გაუმარჯოს საქართველოს, მის წარსულსა და მის მომავალს, ამ ძალზე უცნაურ მხარეს – დედამიწის ზურგზე, რომელიც, – თავის განუმეორებლობით, განუყრელად თან დაატარებს, – სხვებისგან გამორჩეულ სილამაზესო“…. ,,მიდი აბა გურულო, ერთი ,,ხელხვავი“ წამოიწყეო“ – უთქვია კვლავ – სტალინს. ,,ახლავე, მაგრამ მოძახილს ვინ მეტყვისო“?. ,,შენ დაიწყე და მოძახილის, ნუ გეშინიაო“…. სიმონიშვილისაგან ჰქონია ნასწავლი – ვასაძეს, ,,ხელხვავი”, და წამოუწყია კვლავ. პირველი მუხლი ჩაუმთავრებია თუ არა, სტალინს კვლავ შეუჩერებია. ,,არ არის ეგრე სწორი, პირველი მუხლი, ასე უნდა იწყებოდესო“ – და ხელახლად, თვითონ წამოუწყია. პირველი მუხლის, უკანასკნელი ორი ტაქტი, – კრინით ჩააუთავებია. ვასაძეს გახსენებია, ვინც ასრულებდა გურულ ,,ხელხვავს“ იმგვარად, და უთქვია: ,,ეგ ხომ – ჩავლეიშვილის ვარიანტია, და თქვენ, საიდან გქონდათ ამის დრო, – ,,ხელხვავი“ და ,,ხასანბეგურა“ შეგესწავლათო“?…. ,,ციხეში, გურულო, ციხეში…. 1905 – ში, ქუთაისის ციხეში ვიჯექი. ბევრნი იყვნენ იქ – იმერლები, მეგრელები, და გურულებიც. დრო, – უფლისგან მოცემული, საკმაოდ გვქონდა, და ციხეში, რას არ ისწავლის, რას არ გაიგონებს კაცი, თორემ, სიმღერა – რააო“.… ბატკნის ხორცი, თავისი ხელით, ნაჭერ – ნაჭერ გადაუღია, მოწვეული სტუმრებისთვის. მერე უცებ უთქვია: ,,ისე არავინ მომწონს – ჩვენს კინოში მსახიობთაგან, როგორც – ეს კაცი, და აი კიდევ – ესაო“; ხელი ჯერ – ხორავასკენ გაუშვერია, ხოლო შემდეგ – ბაღაშვილისკენ. ,,შენც ძალიან გაფასებ მაგრამ, ხანდახან – შაჰ აბასი მგონიხარო“ – ღიმილმომდგარს უთქვია – ვასაძისთვის. ბაღაშვილს კი, გულწრფელად უთქვია სამადლობელო: ,,ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი – თქვენა ბრძანდებით, ჩვენ კი – კენწეროები ვართ და იმიტომ, ვყელყელაობთ და მაღლა – მაღლა ვჩანვართო“….
P. S . საზოგადო მოღვაწეს, დრამატურგს და რომანისტს, 1925 – ი წლის – ნობელის პრემიის ლაურეატს – ლიტერატურულ დარგში, – ჯორჯ ბერნარდ შოუს, 1931 წელს, საბჭოეთის მონახულებისა, და სტალინთან – 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ასეთი რამ უთქვია: ,,მე ვტოვებ – იმედის სახელმწიფოს, და ვბრუნდები – დასავლეთის ქვეყნებში, ქვეყნებში – უიმედობისა და სასოწარკვეთის.… ჩემთვის, მოხუცებული ადამიანისთვის, დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ – მსოფლიო ცივილიზაციას, დაღუპვა აღარ ემუქრება.… აქ, – საბჭოეთში ყოფნისას, დავრწმუნდი რომ, სტალინის შექმნილ – ცხოვრების ორომტრიალზე მორგებულ, და გამოჩარხულ სისტემას, ძალა შესწევს, კაცობრიობა გამოიყვანოს – თანამედროვე კრიზისიდან, და იხსნას იგი – სრული ანარქიისა და განადგურებისაგანო“.
ბესო ბესო; სოციალური ქსელი