აგერ ნახავთ, რა ამბები მოყვება ამ “სატელევიზიო კინოდარბაზს”…- ბონდო მძინარაშვილი

“მთავარმა არხმა” სტუდიაში “კინოდარბაზი” რომ მოაწყო და პირდაპირ ეთერში პარალელურად გვიჩვენა, როგორ უყურებდნენ “იმედის” ექსკლუზიურ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან, ეს რა მედიასტანდარტია?! ?

უნებართვოდ (“იმედი” რომ ამის ნებართვას არ მისცემდა, უეჭველია!) სხვისი პირდაპირი ეთერის შენს პირდაპირ ეთერში გაშვება ნორმალურია?! ?
ახლა “იმედი” კომუნიკაციების კომისიაში (და სასამართლოშიც!) უჩივლებს და სოლიდურ კომპენსაციასაც მოითხოვს, “მთავარ არხს” დააჯარიმებენ და ატეხავენ წივილ-კივილს, – გვდევნიანო!
არადა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირი ეთერის ასე უნებართვოდ და უტიფრად სხვა არხის პირდაპირ ეთერში გადატანა კატეგორიულად დაუშვებელია!
აგერ ნახავთ, რა ამბები მოყვება ამ “სატელევიზიო კინოდარბაზს”! ?

ბონდო მძინარაშვილი