აბდა-უბდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ გაღიზიანებულ შეკითხვას:
– შენ რა სტალინი და საბჭოთა კავშირი გენატრება?
რატომ ასე მწარედ გამაკრიტიკეთ, მისაყვედურა ერთ-ერთ ტელეარხის გადაცემის სცენარის ავტორმა – 80-იანი წლების ტელევიზია ხომ არ მოგენატრათ?!
ასეთ ცალკ-ცალკე დასმულ კითხვებზე ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული, მაგრამ ამ ორი კითხვისათვის ერთი გადაცემის შთაბეჭდილებაზე პასუხი არ გამიცია.
შეიძლება გრძელი შეფასება გამომივიდეს, მაგრამ გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ:
ნაცნობმა ქალბატონმა დამირეკა – პირველ არხზე სტალინის კულტზეა საუბარი, მოწვეული ჰყავთ ქართულ ენოვანი უცხოელი მეცნიერიო.
ხელდახელ ტელევიზორის „პულტს“ ვეცი და ჯერარნახულ პირველ არხს დაუწყე ძაბნა. აი, დამტვრეული ქართულიც გავიგონე, საუბარი პირველ საწყისს დაუბრუნე და გულმოდგინედ დაუწყე მოსმენა. გადაცემის დაწყებამდე რეკლამაში, ვიღაც მოსული ლამაზი კაცი ღრუბლებზე დადიოდა და მტრედებს უშვებდა. ეტყობოდა, რომ მას ადრეც ჰყავდა მტრედები გაშვებული. კადრში მშვენიერი ქალბატონი გამოჩნდა მწუხარე სახით. ვიფიქრე ალბათ ცუდი სიუჟეტი იქნებოდა საყურებელად. ბოლოს და ბოლოს გადაცემის სათაურიც გამოჩნდა „ღამის კოდი“. თემა ეხებოდა სტალინის კულტს, რომელიც დაკავშირებული იყო მის დასაფლავების დღესთან. ქრისტიანული წესით გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი. გადაცემის წამყვანებს სტალინის კულტზე სასაუბროდ მთელ მსოფლიოში სისხლიან 9 მარტად წოდებული სტალინის დასაფლავების დღე შეურჩევიათ. გადაცემის წამყვანები: დათო და ნინო დიდი მონდომებით ცდილობდნენ ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ოლივერ რაისნერის გადაბირებას საშინელ კონტექსტში მოეხსენიებინა როგორმე იოსებ სტალინი, მაგრამ განათლებულმა ევროპელმა თავისი დამტვრეული ქართულით შეურაცხყოფა არ მიაყენა ქართველი ხალხის წინაშე 30 წლის მანძილზე მსოფლიო მმართველს, ქართველი ერის შვილს – იოსებ სტალინს.
ამ სამი ადამიანის ურთიერთ საუბარმა სოფლის ჭორიკანა ქალების და კაცების ომისდროინდელი ჭორაობა გამახსენა თონის გარშემო პოლიტიკაზე. მაშინ კი ვიფიქრე: ვაი თქვენ თავს „ქოცებო“ თუ ამ და იმ სხვა ტელევიზიებისა და ორ სკამზე მჯდომ გაზეთის რედაქტორების იმედად მშვიდად გიდევთ თავი ბალიშზე.
გაიღვიძეთ! ყანაში უმეთვაყურეოდ შეშვებული სარწყავი წყალი თუ დროზე არ შეუწყვიტე მინდორს, მთელ ჯეჯილს შლეგა ბალახი გადაუვლის და მთელი წლის სარჩო დაიღუპება. ასეა უპატრონოდ მიშვებული მასმედია და როგორც დაღუპვის კარამდე მიგიყვანათ მართულმა ტელევიზიებმა, ასევე სამუდამოდ დაგღუპავთ და გამოგამწყვდევთ იქ სადაც თქვენ უპირებდით გამომწყვდევას.
„კრიტიკის გაუხამსება“ (სტალინი) ეს ბოლო გასროლაა, რომელიც ბევრ შემთხვევაში სალუტის როლსაც ასრულებს. დიახ, ამიტომაც გვენატრება 80-იანი წლების ტელევიზია თუ გაზეთი „კომუნისტი“.
რატომ მენატრება სსრკ? – იმიტომ რომ ის ქვეყანა იყო, რომელსაც ეკავა დედამიწის 1/6-დი და რკინის სალტეში იყო მოქცეული.
რატომ მენატრება სტალინი? – თქვენამდე სამართლებრივად „ნაცებს მოუვლიდა“ როგორც საჭირო იყო, მაგრამ თუ ეხლა თქვენც მოგისწრებდათ ორივეს ერთად მიგაბრძანებდათ სადაც ჯერ არს.
ქოცებო – ჩვენ თქვენსკენ და თქვენ ეშმაკებისაკენ?
ჯანდაბამდეც გზა გქონიათ.
p.s. ტელე ეთერიდან 80-იან წლებში პირდაპირი გადაცემები იყო, ჩაწერის გარეშე, წარმოვთქვი, რომ – „ნოეღაეთის ველებზე ამაყად დააბიჯებს ქართველი მეცხვარე“.
ცოტახნის შემდეგ ცეკას ბიუროზე, შევარდნაძემ მისაყვედურა: ნოღაეთის ველზე ხუთი რესპუბლიკის ცხვარ-მეცხვარე ბინადრობს, რომელი რესპუბლიკის მეცხვარეა ამაყად რომ ვერ დააბიჯებს?
(აი, სწორედ მაშინ იყო ტელევიზია და მასმედია.)
ერთი შეუმოწმებელი ფაქტი გაგეშვა ეკრანზე თუ ბიჭი იყავი.
გრიგოლ ონიანი; სოციალური ქსელი