ირაკლი ზარქუა – დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა

ირაკლი ზარქუა – დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს!

დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, თავად კალაძის დამოკიდებულებაა, რომ ის პოზიცია დაიკავოს, სადაც გუნდს დასჭირდება.

„დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. მოლოდინი მაქვს, რომ დედაქალაქს კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი კიდევ ერთხელ დაამშვენებდა, რადგან ის გამოწვევები, რაც ჰქონდა ქალაქს – ეკოლოგია, გამწვანება და ინფრასტრუქტურა – ამ ადამიანმა, თავის გუნდთან ერთად, გადაჭრა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. თავად კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, ის იმ პოზიციაზე იქნება” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.