მილიარდიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა :))

განსაჯეთ თავად! ნამდვილად ძალიან ღიმილის მომგვრელია, ის ფაქტი, როდესაც გებულობ “კოვიდ” ამბებს ჩინეთიდან, სადაც მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და სადაც გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის მხოლოდ, სულ რაღაც 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა :))

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 16 უსიმპტომო შემთხვევაც კი დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მილიარდიან ჩინეთში, კოვიდის სულ რაღაც 90,007 შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკურად კი ვირუსს 4363 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: სოციალური ქსელი