პაკისტანმა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინას თავდაპირველად 80 წელს გადაცილებული ადამიანები მიიღებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პაკისტანში კორონავირუსის 595,239 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსს 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: report.ge