ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მომავალი არჩევნების დრო

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისში ბრალი მიუძღვის როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ვინაიდან, მისი შეფასებით მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენეს:

EPRS / DG EXPO Experts Workshop ‘ EU Civil Society instrument for Western Balkans, Turkey and the Eastern Partnership ‘

“საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე მხრიდან უნდა იყვნენ დადანაშაულებულები ამ არეულობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია ამჯობინეს. იმისთვის, რომ კრიზისი გადაიჭრას, ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ გავაკეთეთ” ,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების დრო და ბედი, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნები მხოლოდ პრობლემის დროებითი გადაჭრის გზა იქნება. იმისათვის კი, რომ კრიზისი აღარ განმორდეს, საარჩევნო რეფორმის გატარებაა საჭირო:

“საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ეს არჩევნები იქნება მხოლოდ პრობლემის დროებითი გადაჭრა და არა გრძელვადიანი გამოსავალი. ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე კრიზისი განმეორდება. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი” ,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

ფონ კრამონის თქმით, ამასთან, პროცესებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ასევე მიხეილ სააკაშვილმა და მათ მოიხსენიებს “მავნებელ ჩრდილოვან აქტორებად”:

“ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში რაიმე სახით ჩარევა” ,- ამბობს ევროპარლამენტარი.

 

“ნეტგაზეთი”