აბაშაში ქალი გააუპატიურეს, ბრალდებულს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალის გაუპ

ატიურებაში ბრალდებულს ეძებენ. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დამნაშავის ვინაობა დადგენილია.

ნეტგაზეთს შსს-ში ასევე უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

უწყება ასევე დასძენს, რომ სხვა დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრენ, თუმცა, საგამოძებო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

“ნეტგაზეთი”