ბრიუსელში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გახანგძლივდა

ბრიუსელში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გახანგძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამჟამად კომენდანტის საათი დედაქალაქში საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში კორონავირუსის 791,171 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 22,327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 53,650 -ს შეადგენს.

წყარო: itv.ge