ახალო ადამ და ევა, ახალგაზრდებო,
შეჩერდით!!!
,,და ვიფიქრე, ჩემი სატრფო სად არი,
ნისლი ბურავს, თუ დღე უდგას სადარი,
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას მონებდა,
გამიკვირდა, ვთქვი, მტერს როგორ მონებდა?
მივაძახე, ჭინჭარში ნუ ვარდები,
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!”
აკაკი.
გადაგვარება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ახალგაზრდა ყურს აღარ ათხოვებს მშობელს და მტერს უჯერებს!
კაცი უნდა კაცობდეს და ქალი ქალობდეს ფიზიკურადაც და სულიერადაცო, ამას მშობელი გეტყვით, მტერი კი უკუღმა გასწავლით! კაცი ძლიერი, ამტანი, მებრძოლი და ოჯახის დამცველი უნდა იყოს, ქალი– სულიერად მტკიცე, პატიოსანი, ერთგული და მეოჯახეო, ამას მოკეთე გეტყვით, მტერი–პირიქით!
ქალს არ ეკადრება იყოს პარტიული, (გათიშვის მომხრე), სექტანტი, კერპთაყვანისმცემელი, ქუჩა-ქუჩა მოარული, ისტერიული! მას არ ეკადრება მამაკაცებთან ჭიდილი, დავა, კაცურად მოქცევა, სმა, ნარკომანობა, მოწევა, გინება, რადგან ბუნებამ ის კაცის საპირისპირო სქესად შექმნა!
როგორც ქალისთვისაა აუტანელი ქალაჩუნა, ასევეა კაცისთვის არაბუნებრივი, სახედაკარგული ქალი, რადგან ასეთები გველივით ამაზრზენნი არიან და თავისნაირებს შობენ მხოლოდ!
ე.წ. ფემინიზმი და განათლების უფლება ცუდად გაიგეს ზოგიერთებმა! განათლება აუცილებელია არა იმიტომ, რომ მამრს თავი მოაწონო, ანდა, გადაამეტო, არამედ იმიტომ, რომ უკეთ გაუძღვე ოჯახს და ღირსეული შვილები აღზარდო, რაც ყველაზე რთულია და რაშიც კაცი ვერასდროს აჯობებს ქალს! თვით დედოფლებიც კი არ ცდილობდნენ მამრებზე მაღლა დაეყენებინათ თავი, თუმცა განათლების დონით ხშირად მეფეებსაც კი სჯობნიდნენ!
კაცს თუ თავისი საკეთებელი არ ექნა, მონსტრად გადაიქცევა, ეს ყველა შეგნებულმა ქალმა უნდა იცოდეს და მხოლოდ მაშინ უნდა დაიჭიროს მისი ადგილი, თუ მოცემულ მომენტში ფიზიკურად აღარ არსებობს კაცი, ანუ, თუ ქალი ქვრივია! მხოლოდ ასე, ამ პირობებში გაიზრდება ღირსეული შთამომავლობა, რომელიც, დიახაც, უნდა გვჯობდეს კაიკაცობითაც და უნარითაც! ესაა პროგრესი!
დღეს საქართველო აშმორებულ ჭაობს ჰგავს, სადაც ურთიერთსიძულვილი წამლავს ყველაფერს! სადაც სუნთქვა ჭირს და სული გოდებს! მხოლოდ ქალს და სხვას არავის შეუძლია, დაწიოს დუღილის ტემპერატურა დაბლა! ქალის მანდილი, მოშუღართა შორის ჩაგდებული, დღეს ტკბილგონიერი სიტყვაა! ღმერთმა ნუ მოუშალოს იგი ქართველი ქალის ლამაზ ბაგეს!
ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე; სოციალური ქსელი