გამოძიებას არ ვითხოვ, კონცერტის ნაწილია – იაგო ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე

“მე არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ეს არის კონცერტის ნაწილი“ – ასე ეხმაურება “გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ბერა ივანიშილის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

როგორც იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ჩვენი სასამართლო ბერას გასამართლებლად მზად არ არის.

“რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინემ დაიჯერებს რომ ეს იყო? რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ რომ მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა. ჩვენი სასამართლო ახლა ბერას გასასამართლებლად მზად არ არის“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.

ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

ამასთან, პრტია „მოქალაქეები“ პარლამენტში საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

წყარო: ptn.ge