GWP – თქვენს მომატებულ ტარიფს გაფიცებთ, გამომირთეთ კვირაში ორჯერ წყალი, ისე ვერ ვალაგებ სახლს…- ლელა დვალიძე

წყალი რომ უნდა დაგვწყვეტოდა მთელ თბილისს, იმ საღამოს-
სამსახურიდან კისრისტეხვით გამოვიქეცი,..
თუ რამე წყალგაუმტარი მქონდა ყველაფერი ავავსე წყლით.
დავრეცხე ჭურჭელი.

მოვრეცხე იატაკი ყველგან, მათ შორის სადარბაზოშიც. ვეცი სარეცხის მანქანას და გავწყვიტე წელში…
რატომღაც დავწმინდე ფანჯრებიც, კარადების კარებებიც, შემოსასვლელი კარიც კი…
19 იანვრამდე აღებული და თვენახევარი ლოჯიაში აყუდებული ნაძვისხეც კი შევტენე თავის ადგილას…
მტვერსასრუტით გავწმინდე ჭერი და კედლები.
ასევე მტვერსასრუტით გავწმინდე კატა, ამის გამო 2 დღეა თვალი უთამაშებს ჩემს დანახვაზე…
ძილის წინ ბავშვს დავალევინე 2 ჭიქა წყალი, დავბანე და მეც დავიბანე…
ბოლოს გავიშხლართე ტახტზე დაღლილი და მშიერი…
მთელი ღამე მესიზმრებოდა რომ წყალი დაწყდა და რაღაც დამრჩა დასალაგებელი და გასარეცხი…
დღეს მოვიდა წყალი…
დავლით ჩაი, ჭიქა ჩავაგდე გასარეცხად, მაგიდა სანახევროდ გადმოვწმინდე და მაგიდის ტილოც ჭიქის გვერდით მივაგდე, ცოცხი ფეხი მივწიიე, რძის ქვაბი რომ არ გამერეცხა, ნახევარი ჭიქისოდენა რძე ჩავტოვე შიგ… წამოვედი მივუჯექი კომპიუტერს და ვწერ, ჩემს სიზარმაცეში ბრალდებულ კომპანიას-
-GWP | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ, თქვენს მომატებულ ტარიფს გაფიცებთ, გამომირთეთ კვირაში ორჯერ წყალი, ისე ვერ ვალაგებ სახლს. მადლობა წინასწარ !???

ლელა დვალიძე; სოციალური ქსელი