ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი ვეღარ შეძლებს სიტუაციის დალაგებას და ამაში მას უპირველესად ხელს შეუშლის არა ნაცები ან საგარეო ფაქტორი – დასავლელი ლობისტები, არამედ თავად ქართული ოცნება, რომელიც მარტი-მამრავლებადაა დაცალკავებული და მხოლოდ დასავლეთის ნება აჩერებს ხელისუფლებაში, რომელსაც ეშინია კავკასიაში ბოლო პლაცდარმის დაკარგვა.
ღარიბაშვილს კი არადა, ყველაზე კარგ კაცსაც მოუძებნით ცუდს, ისეთი სისტემაა ამ ქვეყანაში და ისეთი დროება გამოგვატარეს ეს 30 წელიწადი. უბრალოდ მისი მოქმედების ისტორიიდან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს. ერთადერთი კაცია, რომელმაც დამნაშავეები ციხეში გაისტუმრა და არავის ეს აღარ გაუკეთებია მის შემდეგ!
პირიქით უფრო იყო.
ძალიან კარგად ვიცით ხალხმა, რომ გამსახურდიას(არ მაინტერესებს ვის მოგწონთ და ვის არა ზვიადი) მერე, ყველა მთავრობა არის დანიშნული და ყველა კონტროლდება სოროსის და დასავლეთის მიერ, არც რუსეთში ეკლებათ თავისნაირი ნაძირლების მხარდაჭერა, სამთავრობო დონეზე თუ არა საკმაოდ ძლიერ ჯგუფებში მაინც, ჭრელია რუსეთი.
ყველამ ვიცით, რომ ქვეყანა იმართება მითითებებით, რომლიც გეგმაც დიდი ხნის დაწერილია – აქ შემთხვევით, იშვიათად ხდება რამე, ძირითადად მაშინ, როდესაც ვინმე ძლიერ გადააჭარბებს და საკუთარ მანიაკალურ თვისებებს შეწირავს ყველაფერს.
2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართული ოცნება არის უპრინციპო ლიბერალების და იმ მარადმწვანე პოლიტიკოსების ჯოგი, რომელიც ვერაფრით მოიცილა ამ ქვეყანამ. რასაკვირველია პატიოსანი ხალხიც იყო და არის, მაგრამ მათ ძალა არა აქვთ საკუთარ გუნდში, ზრდილობის გამო არ ვამბობ ამას, მართლა ასეა!
ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ როგორც ნაციონალურ მოძრაობაში იყო სხვადასხვა დაჯგუფებები და ისეა ოცნებაშიც, სადაც ერთმანეთს პატივს არ ცემენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ქვეყნის აღმშენებლობაში. არ არის ერთობა და არ არის წინსვლა.
ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ისეთი ხალხია შეკრებილი, რომლებსაც საერთო ღირებულებები და იდეები არ გააჩნიათ.
იმ ხალხის ნაწილიც დააზომბირა ტელევიზიებმა, რომლებიც აქამდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. მოვიდა ღარიბაშვილი და ფაშისტის, ასევე უხეშის იარლიყი მიაკერეს. ალენ დელონი გინდათ პრემიერად თუ კრისტიანო რონალდო? ნეტა რას იტყოდა ეს ხალხი, დიდი ქართველი მეფეების დროს რომ ეცხოვრა?ანუ ისევ არ ხდება ღირებულებების გადაფასება ხალხში და უმრავლესობითვის ყველაზე მთავარი ყვითელი პრესაა.
გახარია არის და ცეცხლმოკიდებული სახლი დატოვა. ეს არის უჭკვიანესი კაცი, რომელმაც საოცრად იცოდა საკუთარი თავის პიარი. იქით ცალკე მდგომი კალაძე, რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტია ოცნებაში, კობახიძე-თალაკვაძის ულტრა ლიბერალური დუეტი, რომლებმაც საერთოდ არ იციან პიარი რა ხილია.
არავის არ გახარებია ღარიბაშვილის მოსვლა, მეტიც, ყველას დაურღვია ამ ბიჭმა პირადი სივრცე და კომფორტი.
შენც ჩუ, მეც ჩუ – აი ასე მოქმედებენ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთში, ტელევიზორში რასაც უყურებთ, ეგ ყოველთვის ზღაპარია და მისი დამაჯერებლობა, ბრბოსთვისაა გათვალისწინებული.
რა თქმა უნდა არის საერთაშორისო წინააღმდეგობაც, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებ შეფერხებად მიმაჩნია. ამერიკელებს, სულ არ აინტერესებთ რა ერქმევა საქართველოს მეფისნაცვალს და ვინ იქნება, მთავარია მათი სამხედრო გეგმები არ ამოვარდეს ფორმატიდან რუსეთის მიმართ. ვერც თავად ნაციონალები არიან დიდი მოწინააღმდეგეები. ჯერ ერთი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და ამიტომ გადავიდნენ ამ საცირკო სანახაობებზე. დასავლეთს ყოველთვის ექნება რისკები ამ გუნდთან მიმართებაში, რომლებმაც ერთხელ უკვე საფრთხის ქვეშ ჩააგდეს მათი დასავლური კურსი. მეორე კიდე, ხალხი ვერ აიყოლიეს ნაცებმა. აი თუნდაც ბერას კონკრეტული შემთხვევა – ახალგაზრდების ქუჩაში გასაყვანადაა გამიზნული. ივანიშვილს იმხელაზე აქვს ფესვები გადგმული მოსფლიოს გლობალისტ მამებთან, რომ არა მგონია ეს რისკები ვერ გაეთვალისწინებინა. თუ გახსოვთ, ჩინეთში რამხელა თანამდებობაზე ყავდა ღარიბაშვილი გაშვებული.
რაც შეეხება მომავალს, დღეს რაც ხდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კოალიცია შეიქმნეს, შეიძლება მალე, შეიძლება რამოდენიმე წელში. გახარიაც შექმნის პარტიას, კალაძეც, კობახიძეც, წინა მოწვევის პარლამენტარებიც, არაა გამორიცხული ზოგი ნაცი ან ევროსაქი ცალ-ცალკე გავიდეს. იქ ორად გაყოფილი ლიბერალი გირჩია, ვიღაც ძალად კონსერვატორი, ვიღაც ვითომ ეროვნული, ამას დაუმატეთ მომავალში გამოსაჩეკი, სოროსის ძუძუზე გაზრდილი ახალი ლიბერალები და ანუ ყველა ისევ ერთ სივრცეში იქნება. ექნებათ ხელშეუხებლობა, გარანტიები, ახალი ბიზნეს წილები. რუსეთთან ისევ საომარ მდგომარეობაში ვიქნებით, ისევ წარმატებით გაგრძელდება სტალინის გინება – მოსახლეობას ხომ უნდა კაცი სანახაობა, ისევ ცაში წავა ფასები, ისევ გაყიდიან მიწებს, ბანკებიც სულ უფრო მეტ ადამიანს გაამწარებენ და ვიქნებით ამ ჟრიამულში.
ღარიბაშვილს კი ალბათ შეასრულებიებენ შავ სამუშაოს, ეგეც თუ მოახერხა საქმეა, და ბოლოს განტევების ვაცად გამოიყვანენ. პოლიტიკაში, ერთ კაცზე ხელის შეწმენდა არის გადასარევი მეთოდი, რომლითაც მთელი ჯოგი დასუჯელი რჩება. ვისაც მაგაზე გინდათ რამის დაბრალება, ისიც უნდა იცოდეთ, რომ კენწეროს ბოლო ეგ არ არის და იქ სხვაა, მაგრამ ვერც კი ბედავთ ბარეორი ამაზე საუბარს.
ხანდახან ისე ვმწარდები, ერთ აზრამდე მივდივარ – მოხდეს მოსახდენი ანუ უფრო უარესი უნდა ნახოს ყველამ.
დიტო ბიძინაშვილი; სოციალური ქსელი