???
,,გდე ნემცი…?!”
…რა თქმა უნდა, ამდენის ერთად, გულანთებული, ცერზე შემდგარი ქართველის ნახვამ, ძლიერი და აღმატებული განცდა გამოიწვია!
ე.ი. სამშობლო, ხალხი, სული და ჟინი ჯერ კიდევ ცოცხალია!
?
სამწუხაროდ, საფიქრალი დარჩა ის, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში შეკრებამ, -ძირეულად არაფერი შეცვალა ნამახვანში… -და ამ რაოდენობის ხალხი, იმის გამო, რომ საკმაო ხნით ადრე გამოცხადებულმა ღონისძიებამ ვერავითარი პირდაპირი შედეგი ვერ იქონია, -იგივე, ან სხვა, თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით, საეჭვოა, გაჰყვეს იმას, ვინც ამ მოცულობის ღონისძიების მოწყობას მოინდომებს განმეორებით.
?
ასე რომ ამჯერად, ეს ყველაფერი ,,თურქული საქმიანობის” გადასარჩენ, ,,ორთქლის გამოშვების” დაგეგმილ სპ.ღონისძიებას ჰგავს. რისი, წინასწარ გათვალისწინებული, ფარული შედეგის თაობაზე, სავარაუდოა, არც იცოდნენ ღონისძიების, -განსაკუთრებით ახალგაზრდა, მოთავეებმა.
?
ამ ყველაფრის შემდეგ კი, მდგომარეობა, დიდი ალბათობით, ასეთია:
?
-ნამახვანში ყველაფერი უცვლელად რჩება.
?
-მოხდა, ქართველ მოსახლეობაში დაგროვილი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა წინააღმდეგ მიმართული, სახიფათო მუხტის, უმტკივნეულოდ დაცლა.
?
-ეჭვის ქვეშ დადგა, ეროვნული ამოცანების განხორციელების მოსურნე ძალების მართვის და შედეგიანობის უნარი.
?
-ქვეყნის არაკეთლმოსურნეთა სასარგებლოდ, გარკვეული ვადით და მიზეზებამდე… – განელდა და დაიკლო ძირითადი ამოცანის არშესრულებით გაწბილებულთა, სახლიდან საბრძოლველად, გასვლის სურვილმა და სულისკვეთებამ…
?
ღმერთმა ინებოს, -ვცდებოდე…!
2021 წლის 11 მირკანი
მიშა იოსელიანი; სოციალური ქსელი