სანამ დაიწყება ვაქცინაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს (და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული) როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე უკვე ჩააბარა ანგარიში. სანამ დაიწყება ვაქცინაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, – განცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
“იმედინიუსი”