“ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
– “ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
წყარო: ptn.ge