სად ნაწყლში ვართ?!სამი დღეა სრულიად სახელმწიფო მსჯელობს იმაზე, დედის გინება უნდა დატოვონ თუ არა “პასუხის მოთხოვნის” გარეშე! . . .- ბაკურ სვანიძე

უცებ დ ა ვ უ ფ ი ქ რ დ ი ამ დილით და ბიჯოოოო! ეს
სად ნ ა წ ყ ლ შ ი ვართ!.. მთელი სამი დღეა სრულიად
ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო მსჯელობს იმაზე დ ე დ ი ს გ ი ნ ე ბ ა
უნდა დატოვონ თუ არა “პასუხის მოთხოვნის” გარეშე!

აი, ასე, მძიმედ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი სიფათებით,
ვზივართ ამხელა “ნატოში შემავალი” სახელმწიფოს
მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ ი და მთელი მონდომებით და რიხით
განვიხილავთ “ქართველმა კაცმა” უნდა გ ა ა ტ ა რ ო ს
ვიღაც ყ ლ ი ფ ო ნ ა კლავიატურშიკის მიერ დედის
შეგინება თუ ყველაფრის ფასად უნდა მოძებნოს
“საყვარელი დ ე დ ი კ ო ს შეურაცხმყოფელი” და
პასუხი მოსთხოვოს მას! მთელი დ ი ს კ უ ს ი ე ბ ი
იმართება ამ შ ტ ე რ უ ლ “მეექვსეკლასელურ” თემაზე!
თან ისიც არ იციან ზუსტად “პასუხის მოთხოვნა” რას
ნიშნავს და რა კონკრეტული ზომების მიღებას მოიცავს?
იქით ვიღაცეები მართავენ “პერფორმანსს” –
“ბ ე რ ა, შენი დედაც…!”
აქეთ საპასუხო “პერფორმანსი” იგეგმება –
“ვინც ბერას შეაგინა იმის დედაც!..”
ასევე ჩაფიქრებულია “პერფორმანსი” –
“ბერას შემგინებლებს ვინც შეაგინა იმათი დედაც!..”
ამას თავისთავად მოჰყვება – “შემგინებლების
შემგინებლებს ვინც შეაგინა იმათი დედაც!..”
და ჩვენ ყველანი ამას ჩავდივართ ჩვენი ქვეყნის
გ ა დ ა რ ჩ ე ნ ი ს ა და “ევროატლანტიკურ სივრცეში
ინტეგრირების” ეგიდით! ანუ, ვინც მოწინააღმდეგეს
ხმას ჩააკმენდინებს – იმას უფრო უყვარს ს ა მ შ ო ბ ლ ო!
ბიჯოოოო! მართლა ხომ არ დაქლიავდით ხალხოოოო?
რა განსახილველი თემა ეგაა “უნდა შეარჩინოს თუ
არა ქართველმა კაცმა დედის გინება ვინმეს?”
გაეროში მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ს ა ც ხომ არ წაიკითხავდით
ამ ფრიად საჭირბოროტო თემაზე? რა ვიცი, მთელი
პოლიტიკური ე ლ ი ტ ა ც ამ თემას განიხილავს და…
ეგებ დავამკვიდროთ ახალი მ ს ო ფ ლ ი ო ტრენდი?!

მ შ ვ ი დ ო ბ ი ს დ ი ლ ა უსაქმურო საქართველოვ…

ბაკურ სვანიძე; სოციალური ქსელი