11 წლის გოგოზე მამინაცვალი სისტემატურად სექსუალურად ძალადობდა – შსს

1991 წელს დაბადებული კაცი ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის – 2010 წელს დაბადებული მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა,“ – ამბობს უწყება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“ნეტგაზეთი”